მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაზარზე ახალი კომპანია "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" გამოჩნდა

594a82aedeee4
BM.GE
21.06.17 18:27
4164
ბაზარზე ახალი კომპანია „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ გამოჩნდა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს როგორც სიცოცხლის, ასევე არასიცოცხლის დაზღვევას. მორჩილაძის თქმით, დღეს ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღლია და ახალი კომპანია შეეცდება ეს კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდოს.

"საკმაოდ განვითარებულია სადაზღვევო ბაზარი ქვეყანაში, თუმცა გამოწვევბიც არის. გამოვყოფდი ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროს, კერძოდ მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული კონტრაქტების და მასში დაზღვევის პირობების ჩადებას, რათა დაზღვეულებისთვის ნაკლები სიურპრიზები იყოს ზარალის ანაზღაურების დროს. აქცენტს ამ მიმართულებით გავაკეთებთ", - ამბობს მორჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები