მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზარზე ჭარბვალიანობის პრობლემა არ დგას"

5bab2e7911922
ნინო კვინტრაძე
26.09.18 10:59
758
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩილ ბაკურაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა არ დგას. ბაკურაძე bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ გონივრული რეგულაციები სექტორში საჭიროა, თუმცა, სესხების მაქსიმალურად შეზღუდვის შემთხვევაში, ბაზარზე ახალი საფრთხეები გაჩნდება.

„იმ მომხმარებლებისა და ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გადახდიუნარიანობის პრობლემა აქვთ, დღეს არ არის იმდენი, რომ პანიკის საფუძველი არსებობდეს.
ბაზარი არის ჯანსაღი და ჭარბვალიანობის პრობლემა არ დგას. მაგალითად, რომ ავიღოთ ფიზიკური პირების ბაზარი, - აქ მდგომარეობა უმჯობესდება, რადგან დაწესდა საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი, შემოღებული იქნა რეგულაციები და ა.შ. აქ უკვე მეტის გაკეთება ჩვენი აზრით საჭირო არ არის, თუმცა გონივრული რეგულირება ყოველთვის დაეხმარება სექტორს. რაც შეეხება იმას არის თუ არა საფრთხე მომავალში, - ბუნებრივია ნებისმიერი საფინანსო ბაზრისთვის არსებობს შოკების და ჩავარდნების საფრთხე, ამიტომ ფინანსური სისტემა უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ არ გამოიწვიოს საკრედიტო კრიზისი.

სწრად კარგი დროა თადარიგის დასაჭერად. ეროვნულ ბანკს სწორი პოლიტიკა აქვს, თუმცა ეს პროცესი ძალიან დაჩქარებული იყო. არ მოხდა იმ ნიუანსებში გარკვევა, რომელიც არასასურველ შედეგებს მოგვიტანდა“, - ამბობს ბაკურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები