მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ხელნაკეთი კანფეტების ახალი ბრენდი Handy Candy გამოჩნდა

handy candy

ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი კანფეტების ახალი ბრენდი, Handy Candy გამოჩნდა. ბრენდი წარმოადგენს იაპონური მეთოდით დამზადებულ ექსკლუზიურ ხელნაკეთ კანფეტს, რომელიც პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და უკვე საქართველოშიც. როგორც „ქალების ნარატივში“ კომპანია „ელმორის“ დამფუძნებელმა, გიორგი თარხნიშვილმა აღნიშნა, ხელნაკეთი კანფეტი მზადდება ნატურალური ინგრედიენტების საშუალებით, როგორებიცაა ნატურალური არომატიზატორები და ნატურალური საღებავები.

„ხელნაკეთი კანფეტის მთავარი დადებითი თვისება კანფეტის ძერწვის მოქნილობაა, რაც საშუალებას გვაძლევს კანფეტში ხელით ჩავხატოთ სხვადასხვა ფორმა თუ ნახატი როგორიცაა მარწყვი, ბანანი, ალუბალი, ვაშლი, ციფრები, გული, აბრევიატურები, ბრენდის დასახელებები, მარტივი ლოგო, ქვეყნების დროშები, სმაილები და სხვა ტრენდული მარტივი გრაფიკული ნახაზები“, - აღნიშნავს გიორგი თარხნიშვილი.

Handy Candy-ის შექმნისთვის კომპანია „ელმორის“ მიერ განხორციელებული თავდაპირველი ინვესტიცია 100 ათას ლარს შეადგენს.

„თავდაპირველად ვაწარმოებდით თვეში 300-400 კილოგრამ პროდუქტს, ახლა წარმადობა 1000 კილოგრამამდე გვაქვს. საწარმოში 7 ადამიანი გვყავს დასაქმებული და ჩვენი ძირითადი ორიენტირი არის პროდუქციის ხარისხი და კონკურენტული ფასის შენარჩუნება, ამიტომაც ვფიქრობთ დეკემბრისთვის ჩვენი პროდუქციის ღირებულებას კიდევ უფრო გავაიაფებთ“, - აცხადებს გიორგი თარხნიშვილი.

Handy Candy-ის ლოლიპოპების ღირებულება ქსელურ მარკეტებში შეადგენს 1.65 ლარს, რაც შეეხება ხელნაკეთ კანფეტებს, მისი ღირებულება 5.85 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები