მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ხელნაკეთი შოკოლადების ახალი ქართული ბრენდი „კოკომია“ გამოჩნდა

kokomia

ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი ახალი ბრენდი "კოკომია" გამოჩნდა. როგორც გადაცემა „ქალების ნარატივში“ ბრენდის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ახალკაცმა ისაუბრა, „კოკომია“ სრულიად ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც ბაზარზე სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოჩნდა და მომხმარებლის მხრიდან უკვე დიდი ინტერესიც გამოიწვია.

„ჩვენმა კომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება ჯერ მხოლოდ ტექნიკურად დაიწყო, და ოფიციალური გახსნა სულ მალე გვექნება. ვაწარმოებთ ნატურალურ ხელნაკეთ შოკოლადს, ქიმიური დანამატების, გემოს გამაძლიერებლებისა და კონსერვანტების გარეშე. მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის აბსოლუტურად ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა შოკოლადის შეთავაზებაა. ჩვენ მიერ წარმოებული შოკოლადის შენახვის ვადა 10-დან-25 დღემდეა, რადგან წარმოების პროცესში არ ვიყენებთ ემულგატორებსა და კონსერვანტებს პროდუქციის ვარგისიანობის ვადის გაზრდის მიზნით.“ - განაცხადა თამარ ახალკაცმა.

„კოკომიაში“ ამ ეტაპზე 80 სახის შოკოლადს აწარმოებენ, რომლებიც პროფესიონალური ხაზის, მაღალი ხარიხსის ბელგიური და ფრანგული შოკოლადით მზადდება.

„ჩვენი ნედლეული აღიარებულია მსოფლიოში და ეს მის გემოვნურ თვისებებზეც აისახება. შოკოლადის შექმნის პროცესში მაქსიმალურად ვიყენებთ ნატურალურ ქართულ ხილსა და თხილეულს. გვინდა, რომ საქართველოში დაფუძნებული კომპანია პირველ რიგში ადგილობრივი პროდუქტით იყოს შექმნილი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი აგრარული სექტორისა და ეკონომიკის გაძლიერებას,“ - აღნიშნა თამარ ახალკაცმა.

„კოკომიას“ შოკოლადის ღირებულება 1.90 ლარიდან იწყება და 18.90 ლარამდე მერყეობს. მომხმარებელს შეუძლიათ, როგორც შოკოლადის ცალობით შეძენა, ისე ბოქსების აწყობა გემოვნების მიხედვით.

„2022 წლის იანვრიდან ევროკავშირმა აკრძალა ტიტანიუმის დიოქსიდის შემცველი საკვები საღებავების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებზე, ჩვენ, როგორც კომპანია ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყნიდან, მივყვებით აღნიშნულ შეზღუდვას და ვიყენებთ მხოლოდ Titanium Free - საღებავებს. შესაბამისად ჩვენი პროდუქტის სრული ასორტიმენტი არამხოლოდ ლამაზი და გემრიელი, არამედ სრულიად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის,“ - აღნიშნა თამარ ახალკაცმა.

შეგახსენებთ, ქართული ხელნაკეთი შოკოლადების ბრენდი „კოკომია“ ერთი თვის წინ დაახლოებით 18 ათასი ევროს ინვესტიციით გამოჩნდა ქართულ ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები