მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაერთიანებაა მოსალოდნელი"

5a75ef43374d9
ელენე გოგბერაშვილი
04.02.18 13:00
1302
ეკონომიკური ანალიზით, ბაზარზე არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების გაერთიანების პროცესი დაიწყება. მიზეზი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნის ზრდაა. მუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება მიიღო, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის’’ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კერძო სექტორს დამატებითი კაპიტალის მობილიზებისთვის დრო საკმარისი აქვს. არჩილ ბაკურაძე არ გამორიცხავს ასევე იმას, რომ კულუარებში უკვე დაწყებულია მისოების გაერთიანების შესახებ საუბარი.

,,ცოტა წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იმ მოთამაშეებს, ვისაც სურთ საქმიანობა, აქვთ დრო მოახდინონ დამატებითი კაპიტალის მობილიზება ან შესაძლოა ვიხილოთ სექტორში გარკვეული კონსოლიდაციის პროცესი. შესაძლოა მცირე მოთამაშეები ერთმანეთს შეერწყან ან გახდნენ უფრო დიდი მოთამაშეების ნაწილი. ეკონომიკური ანალიზით, კონსოლიდაციის პროცესი უნდა დაიწყოს როგორც მიკროსაფინანსო სექტორში, ისე ბანკებში, რადგან ბანკებსაც ეზრდებათ საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა’’-განუცხადა არჩილ ბაკურაძემ BM.GE-ს.

მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა 250 ათასი ლარიდან ნახევარ მილიონ ლარამდე გაიზარდა, მომავალი წლიდან კი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებისთვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა ერთი მილიონი ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები