მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე მზის ელექტროსადგურების სამშენებლო ახალი კომპანია Shine Energy გამოჩნდა

შაინ

ქართულ ბაზარზე მზის ელექტროსადგურების სამშენებლო ახალი კომპანია Shine Energy გამოჩნდა. კომპანიის საქმიანობაზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ მისმა დამფუძნებელმა, ნინო გადელიამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, Shine Energy მომხმარებელს მზის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ სისტემებს სთავაზობს.

„ჩემი კომპანიის ჩამოყალიბებაზე დაახლოებით ბოლო ერთი წელია ვფიქრობდი. უკვე გასული წლის ოქტომბერში დავაფუძნე Shine Energy, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან უკვე პროექტებზე დავიწყეთ მუშაობა. ამჟამად კომპანიაში 5 პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო 20-მდე პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვმართავთ“, - აღნიშნა ნინო გადელიამ.

როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, Shine Energy-ის შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიცია 20 000 ლარს შეადგენდა, რომელიც სრულად საბანკო ვალდებულებით განხორციელდა.

ნინო გადელიას თქმით, Shine Energy ძირითადად ორიენტირებულია კომერციული და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე. უსაფრთხო, სუფთა და ამოუწურავი ენერგიის ათვისებასთან ერთად, მათი მთავარი მისიაა სოციალური, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

რაც შეეხება Shine Energy-ს გუნდს, კომპანია ამ ეტაპზე ექვს ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები