მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაზარზე ქართული წარმოების გადამზიდავი ველოსიპედების გამოჩენა იგეგმება

5d3b456b53f19
ანუკა ჯოხაძე
26.07.19 22:50
1799
ბაზარზე ქართული წარმოების გადამზიდავი ველოსიპედების გამოჩენა იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ს GEORGIAN BICYCLE CLUB-ის დამფუძნებელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ელექტრო ველოსიპედებისა და გადამზიდავი ველოსიპედების წარმოება ბრენდის ახალი სტრატეგიის ნაწილია. როგორც კიკნაველიძე ამბობს, ამ კუთხით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებების იაპონურ კომპანიასთან, რომლის ელექტროძრავებითა და ბატარეებით აღიჭურვება ქართული ელექტრო ველოსიპედები.

მისი თქმით, დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდება ბრენდს, რომ ქართული ველოსიპედები, ელექტრო ველოსიპედები და სატვირთო ველოსიპედები გამოუშვას.

“ეს მარტივი არ არის, რა თქმა უნდა, მანდ მარტო ველოსიპედის ჩარჩოს აგებულებას არ აქვს მნიშვნელობა, ძრავის და ელექტრობატარეის დახვეწაზე მუშაობასაც მოითხოვს. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მსოფლიოში ელექტროძრავების და ბატარეების ყველაზე დიდ მწარმოებელ იაპონურ ბრენდ Shimano-სთან დავმეგობრდით, შესაბამისად, უკვე მზად ვართ წარმოების დაწყებისთანავე Shimano-ს ბატარეებზე და ძრავებზე აღვჭურვოთ ჩვენი ველოსიპედები“, - ამბობს GEORGIAN BICYCLE CLUB-ის დამფუძნებელი ბექა კიკნაველიძე.

შეგახსენებთ, GEORGIAN BICYCLE CLUB ქართული წარმოების ველოსიპედების წარმეობის დაწყებას 2019 წლის აპრილში გეგმავდა, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს პროცესი გადაიდო, რომლის მიზეზად მაკროეკონომიკური ფაქტორები სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები