ბაზარზე შემოსვლიდან რამდენიმე თვეში ღვინის პირველმა ქართულმა ონლაინ მაღაზიამ Bino.ge მუშაობა შეაჩერა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება დროებითია და მუშაობას აუცილებლად განაახლებენ.
კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ქუმსიაშვილი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ მაღაზიას ადმინისტრაციული ხარვეზები ჰქონდა, სწორედ ამიტომ მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. დეტალებზე Bino.ge-ში არ საუბრობენ.
გიორგი ქუმსიაშვილი აცხადებს, რომ დახურვამე მაღაზიის მუშაობა ნორმალური იყო.
Bino.ge მუშაობას სავარაუდოდ გაზაფხულზე განაახლებს.
ღვინის პირველი ქართული ონლაინ მაღაზია გაზაფხულზე გაიხსნა. ონლაინ მაღაზია, ”ბინო” მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად ღვინის შეძენის შესაძლებლობას აძლევდა. მსურველებს ღვინის შერჩევა ვებ გვერდზე bino.ge შეძლოთ. შერჩეულ პროდუქციას კი მყიდველები სასურველ მისამართზე, სასურველ დროში იღებდნენ.

























