მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზარზე ტექნიკის ინდუსტრიის ზრდა-განვითარების ბევრი შესაძლებლობაა“ - გიორგი ჟურული

63be62b214ec2
თათია კაკიაშვილი
11.01.23 19:35
628
“ამ ეტაპზე ბაზარზე ბევრი შესაძლებლობაა, რომელიც ტექნიკის ინდუსტრიის ზრდა-განვითარების იმედს გვაძლევს“ - ამის შესახებ BMG-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია „ალტას“ ელექტრონული კომერციის, გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა გიორგი ჟურულმა განუცხადა.

მისივე თქმით, ბაზრის ყველა მონაწილესთან ერთად, მთავრობაც უნდა შეეცადოს, რომ ეს „შესაძლებლობები“ რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს და სამომავლოდ, გამოწვევად არ იქცეს.

რაც შეეხება „ალტას“ 2023 წლის სამოქმედო გეგმებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ წლევანდელი მიზანი გაფართოებაა.

“გაფართოების გეგმები არსებობს, რადგან ბაზარზე არსებული სიტუაცია ჩვენგან სწორედ ამას ითხოვს. გარკვეული ამბიცია გვაქვს, რომ საქართველოში კიდევ უფრო ფართოდ ვიყოთ წარმოდგენილი, გავაფართოოთ ჩვენი ქსელი და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება. რა თქმა უნდა, არის პიკური პერიოდები, მაგრამ ზოგადად ბაზარზე სიტუაცია ისეთია, რომ მოთხოვნა მზარდია და შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მოკლევადიან პერიოდში ნეგატიურ ცვლილებებს არ ველოდებით,” - განაცხადა გიორგი ჟურულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები