მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ციფრული დასაქმების და პროფესიული განვითარების პლატფორმა Talents.ge გამოჩნდა

ტალატს.ჯი

დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, ICDC-სა და USAID-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ციფრული ეკოსისტემა Talents.ge შეიქმნა, რომლის პრეზენტაცია სამთავრობო, ბიზნეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის 29 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ Aisitec-ის თანადამფუძნებელმა თამარ ბოსიკაშვილმა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერის და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტმა, ნათია კაპანაძემ ისაუბრეს.

Talents.ge პლატფორმაში სრულიად არის გაციფრულებული ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის პროცესი, მასში ჩაშენებული მეჩინგის უნიკალური ალგორითმის სისტემით კი შესაძლებელი გახდა ტალანტის შერჩევა დღეებიდან და კვირებიდან - წამებამდე იქნას დაყვანილი. ტალანტის მონაცემების - კონკრეტულ ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობა სრულიად გაციფრულებული პროცესი გახდა, შედეგად კი დამსაქმებლებს შესაძლებლობა ეძლევა 90%-ით დაზოგონ შერჩევის პროცესის დრო და ხარჯები“,- აღნიშნა თამარ ბოსიკაშვილმა.

მისი განმარტებით, პლატფორმა იყენებს DEI - მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის თანამედროვე მიდგომებს და მასში გათვალისწინებულია წინასახელშეკრულებო პერიოდში შერჩევისას შესაძლო დისკრიმინაციის რისკების მართვისა და მინიმიზაციის მექანიზმები. ეს კი თავის მხრივ დამსაქმებლებს შესაძლებლობას აძლევს შერჩევის პროცესი წარმართონ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.

„მიზანი ტალანტების საჭიროებების გათვალისწინებით, დასაქმებისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების სერვისების/პროდუქტების ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც დამსაქმებლებისთვის ტალანტების შერჩევის დროისა და ხარჯების შემცირება და მათთვის საინტერესო და სასურველი ტალანტების აღმოჩენა წარმოადგენს“, - განაცხადა თამარ ბოსიკაშვილმა.

პლატფორმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების მიერ დაფინანსებული პროექტის „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი ბიზნეს სექტორში კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა - სტაჟირების ინსტრუმენტის გამოყენებით.

„ჩავატარეთ გამოკითხვა ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან და იმ გამოწვევებიდან რაც ბიზნესებმა დაასახელეს. ვიფიქრეთ, რომ ეს პლატფორმა, Talents.ge კიდევ ერთი გამარტივებული გზა იქნებოდა ახალგაზრდების დასაქმებისკენ და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისკენ, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ეს პლატფორმა ბიზნესის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა.“- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

Talents.ge-ზე ამჟამად 300-მდე ორგანიზაცია, სერვის პროვაიდერი და ტალანტი იყრის თავს.

„ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ პლატფორმა იყოს არა მარტო ქართული, არამედ გლობალური პროდუქტი და უცხოური ორგანიზაციები და ტალანტებიც შემოვიერთოთ Talents.ge-ზე.“- განაცხადა თამარ ბოსიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები