თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი გენერალური სპონსორი ბაზის ბანკი იყო. პანელურ დისკუსიაში - "საქართველოს საბანკო სექტორი: ლიდერობა, სტრატეგია და გზა 2027 წლისკენ’’ კი ბაზისბანკ ჯგუფის ფინანსური დირექტორი ვახტანგ ბაბუნაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც მედიასთან აღნიშნა, რომ საქართველო და მისი საფინანსო სექტორი ევროპისა და აზიის შუა კორიდორში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რასაც სამიტის ფარგლებში ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა.






























