მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბაზისბანკი“ მომგებიანი ბანკების სამეულშია

625e7ee3ca145
BM.GE
19.04.22 13:16
2079
BB უმსხვილესი ბანკების რეიტინგში დაწინაურდა. ბაზისბანკის აქტივები 2 მილიარდ 818 მილიონ ლარს აჭარბებს და უმსხვილესი ბანკების რეიტინგში მე-4 ადგილზეა.

ასევე, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბაზისბანკი მომგებიანი ბანკების სამეულშია, ხოლო უკუგების კოეფიციენტით აქტივებზე (ROA) და უკუგების კოეფიციენტით კაპიტალზე (ROE) ბაზრის ლიდერია და პირველ ადგილს იკავებს. მნიშვნელოვანი ზრდა არის ასევე საკრედიტო პორტფელის მიმართულებითაც, BB დაწინაურდა მე-4 პოზიციაზე.

შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკი ბაზარზე საქმიანობის 29-წლიანი ისტორიით, უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესებს.

BB ჰოლდინგი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია და საბანკო მომსახურებასთან ერთად, დაზღვევისა და ლიზინგის ბიზნესმიმართულებებსაც აერთიანებს.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები