მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია

სვანეთი
12.07.24 09:50
290

ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 15-21 ივლისს, მესტია, სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.

სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს. სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტია წელსაც უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალმა, არსებობის მანძილზე, შეძლო და ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ მოვლენად იქცა. კინოფესტივალის ფარგლებში მესტიას ყოველწლიურად სტუმრობენ საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამერები, სელექციის წევრები და ცნობილი რეჟისორები, მათ შორის კანის, ბერლინალეს, ვენეციის, თესალონიკის, კარლოვი ვარის და ტალინის კინოფესტივალების პროგრამერები. პირველად ქართულ საფესტივალო ისტორიაში, ფესტივალის დამფუძნებლებმა სანდენსის კინოფესტივალიდან პროგრამერების ჩამოყვანა დაიწყეს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი პროექტების პრეზენტაციის საკონკურსო პროგრამა.

კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ქალღმერთი დალის პრიზი გაიცემა ორ კატეგორიაში:

- საუკეთესო ფილმი

- საუკეთესო რეჟისორი

საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველდღიურად, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ასევე სეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ რეჟისორ რუბენ ოსტლუნდის ფილმების რეტროსპექტივა, ძველი ქართული მუნჯური კინოს სპეციალური ჩვენებები, ასევე, ღია ცის ქვეშ გაიმართება საბავშვო კინოჩვენებები.

„სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის შემოქმედებითი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ფესტივალი ყოველწლიურად განვითარდეს, გაიზარდოს და მეტად ცნობილი გახდეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. ღონისძიების მთავარ მიზანს, პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, ახალგაზრდა კინემატოგრაფების მხარდაჭერა წარმოადგენს და სწორედ ამიტომ ფოკუსირებულია ინდუსტრიული მიმართულების გაძლიერებაზე. მოხარული ვარ, რომ წელს ფესტივალის ოფიციალური სპონსორი გახდა ბაზისბანკი და ვიმედოვნებ, ჩვენი პარტნიორობა შემდეგ წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება.“ - კინოფესტივალის დამფუძნებელი, კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ატიურად უჭერს მხარს ქართულ კულტურას. მოხარულები ვართ, რომ წელს პირველად შემოვუერთდით სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის მიმართ უკვე დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტე­რე­სია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა ქვეყნის სახელოვნებო სფეროში. ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით კი ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქმეში, რომელიც, წარმატებული პარტნიორობის საფუძველი გახდება.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები