მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაში ჩაერთო

648c27034fcd7
BM.GE
16.06.23 12:51
458
ქალაქ ფოთში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის განვლილი აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, აღნიშნულ პროგრამაში ჯამში ჩართულია 74 სკოლა. განვლილი აკადემიური წლის განმავლობაში, სკოლების თვითმმართველობებმა 130-მდე, სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა კი 145-მდე პროექტი განახორციელეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ბაზისბანკის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს, ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი "მე მაქვს უფლება".

„ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო აქტივობებში და როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების პროგრამებში. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინიძის სკოლის პროექტი, „ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო არჩევანია“, განხორციელდა.


(რ)