“ბაზისბანკის” ახალი სათავო ოფისი თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებებით აღიჭურვა, რომელთა პროექტირება და ინსტალაცია კომპანია „ბაუმერმა” განახორციელა. გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ელექტრო სისტემების, სახანძრო უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ინტეგრაციით, შენობა ენერგოეფექტურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოდ ყალიბდება. რა ტექნოლოგიები გამოიყენება პროექტში, რა გამოწვევებთან მოუწიათ გამკლავება და როგორ მუშაობს შენობის ერთიანი მართვის სისტემა?


































