მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკის და CSRDG-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო "ცისარტყელა" გახდა

ცისარტყელა
01.08.24 12:59
31

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო ,ცისარტყელა’ გახდა, რომელიც ბაზისბანკისგან მიიღებს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას.

სოციალური საწარმო, კახეთის რეგიონში, განვითარების შეფერხებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური სერვისების მიწოდების მიმართულებით 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მათივე ჩართულობით აწარმოებს სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებსა და აქსესუარებს.

ბაზისბანკის, როგორც სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ბანკისა და CSRDG-სგან მიღებული ფინანსური და ტექნიკური კონტრიბუციით, „ცისარტყელა“ შეძლებს სახელოსნოს გაფართოებასა და განვითარებას, სამუშაო და გამოფენა-გაყიდვის სივრცეების კეთილმოწყობას. ტრენინგების, მასტერკლასებისა და შეხვედრებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნას. შედეგად, ახალი პროდუქციის წარმოებას, მიზნობრივი ჯგუფის შრომით და სოციალურ ინტეგრაციას და გაზრდილი შემოსავლებით, სოციალური საწარმოს მდგრადობის უზრუნველყოფას.

ბაზისბანკსა და CSRDG-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთი კომპონენტი შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა და გაძლიერებაა. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი საგრანტო კონკურსის 2023 წლის გამარჯვებული სოციალური საწარმო, ფეხსაცმლის ქართული ბრენდი M.H.F Shoes & Accessories გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები