მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, დეველოპერი 22 გორში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

ბაზისბანკი
17.06.24 10:45
642

ბაზისბანკი აგრძელებს რეგიონების მასშტაბით დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ბანკის მხარდაჭერით, “დეველოპერი 22” გორში, საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ბაზისბანკის მიერ პროექტის განხორციელება 1.6 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა.

მრავალ ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი გორში, ყიფიანის 27ა-ში მდებარეობს, გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით და კარგი ადგილმდებარეობით. კორპუსის მობინადრეები ისარგებლებენ კეთილმოწყობილი ტერიტორიით და გამართული ინფრასტრუქტურით, მათ შორის გარე და დახურული ავტოფარეხებით.

“დეველოპერი 22” გამოირჩევა წარმატებული გამოცდილებით ქართულ სამშენებლო ბაზარზე, მის პორტფელშია მრავალი დასრულებული და რეალიზებული საცხოვრებელი კორპუსი. უძრავი ქონების დეველოპმენტთან ერთად, მისი პრიორიტეტებია მშენებლობის პროცესში მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალების გამოყენება, სამშენებლო ვადების დაცვა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა მშენებლობის ყველა ეტაპზე.

დეველოპერი 22-ის გორის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წლის დეკემბერში არის დაგეგმილი. ბინის ფართები 35 კვ.მ-დან იწყება და თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბარდება მომხმარებელს. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ – დეველოპერი 22

იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები