მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა

ბაზისბანკი
22.07.24 11:43
108

ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა 16 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ბაზისბანკი, წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფას. ბანკს წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში. 2014 წლიდან, ბაზისბანკი პასკალის პრემიით აჯილდოებს ახალგაზრდა მეცნიერებს.

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ყოველწლიურად იმართება ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიები. 2024 წლის ღონისძიება, უნივერსიტეტის E კორპუსის ღია სივრცეში გაიმართა. კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და სიტყვით მიმართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ, კანცლერმა ქეთევან დარახველიძემ და დეკანებმა, ასევე საბაკალავრო პროგრამის რამდენიმე კურსდამთავრებულმა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, სიმბოლურად, ქუდების ცაში ასროლით და კონცერტით დასრულდა.
„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლების მხარდამჭერი პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში, წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორი ვართ, რაც გამოიხატება ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით.“- ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები