მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ტრენინგების სერია გაიმართა

ბაზისბანკი
11.06.24 12:50
596

ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის, თბილისსა და ქუთაისში ტრენინგების სერია გაიმართა.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის ერთგვარი გამოწვევაა მოსწავლეთა ინტერესისა და ჩართულობის შენარჩუნება, განსაკუთრებით, მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლისას. ამ დროს მნიშვნელოვანია საგნისადმი განსხვავებული, კრეატიული მიდგომა, სწავლების ეფექტური სტრატეგიები, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო თანამედროვეს, მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა ტრენინგების სერიას კოტე იანტბელიძე, კრეატივის სკოლის დამფუძნებელი გაუძღვა და ძირითადი აქცენტი ახალ, კრეატიულ სტრატეგიებზე საუბარს დაეთმო, რომლებიც ეხმარება ტრადიციული საგნების განსხვავებული, მეტად შემოქმედებითი მიდგომით სწავლაში.

„ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში და ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას, სწავლების პროცესში მათ მაქსიმალურ ჩართულობასა და განსხვავებულ მიდგომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის ცნობიერების ამაღლებისა და განათლების გაღრმავების მიმართულებით.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები