მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ამერიკის საელჩოსთან „ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი გაიხსნა

6306255c43abc
BM.GE
24.08.22 17:18
912
ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოპირდაპირედ, „ვენდის“ კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა. ეს რესტორანი ვენდის ახალი, 2023 წლის კონცეფციის ნაწილია, რომელიც განსხვავებული ტექნოლოგიებით, არქიტექტურითა და დიზაინით გამოირჩევა.

განსხვავებული ერგონომიკით, ახალი ტექნოლოგიებით, 24 საათიანი მომსახურებითა და ორ ნაკადიანი Drive Thru - სერვისით, ახალგახსნილი რესტორანი საქართველოში „ვენდის“ პირველი რესტორანია, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობის მომხმარებლების მიღების რესურსი აქვს.

„ვენდის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „ვენდის“ ვიცე-პრეზიდენტი რაჯივ საბჰარვალი და „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

„ვენდი“ საქართველოში ადამიანების თავშეყრის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ ქსელი კიდევ უფრო გავაფართოვოთ. „ვენდისა და „დანკინის’ ფორმატში ეს ჩვენი ჯგუფის 75-ე რესტორანია. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელის ოპერატორი კომპანიაა და ჩვენ, ბოლო პერიოდში მიღწეული ფინანსური შედეგების კვალობაზე, მიზნად დავისახეთ სწრაფად განვითარდეთ და 2025 წლისათვის საქართველოს მასშტაბით 150 რესტორანს ვუწევდეთ ოპერირებას. მოხარული ვართ, რომ თბილისის მერი, აშშ-ს ელჩი საქართველოში და „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაცია ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ჩვენი ქვეყნის ბაზარზე - აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

მოხარულნი ვართ, რომ დედაქალაქს პირველი ახალი ფორმატის და ტექნოლოგიების მქონე „ვენდის“ რესტორანი შეემატა. ბაზისბანკი „ვისოლ ჯგუფთან“ 2013 წლიდან თანამშრომლობს. ჩვენთვის საამაყოა ამ წარმატებულ ბიზნესთან მრავალწლიანი, სტაბილური პარტნიორობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბაზისბანკს ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და შესაბამისად, ბაზისბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს - აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი გიორგი გაბუნია.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები