მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბაზისბანკმა" „ქართული ლიგის“ სასკოლო ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

ბაზისბანკი
22.12.23 15:32
88

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში „ქართული ლიგის“ სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 7 საჯარო სკოლის 7 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ბორჯომის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

"ბაზისბანკმა" ფესტივალში საპრიზო ადგილზე გასული 3 გუნდი დააჯილდოვა.

ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე, საკრებულოს დეპუტატები, ბაზისბანკის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად არის ჩართული კულტურისა და განათლების ხელშემწყობ პროექტებში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ახალგაზრდა თაობის აქტივობების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით სასარგებლო პროექტების განხორციელებას ქვეყნის მასშტაბით“, - "ბაზისბანკის" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები