მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდისგან (EFSE) 15 მლნ ვროს სუბორდინირებული სესხი მიიღო

62c3f3e6400c9
BM.GE
05.07.22 12:20
626
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის (EFSE) და ბაზისბანკის პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება. EFSE-ს მიერ გამოყოფილი 15 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებული სესხი კაპიტალის რესურსის გამყარებას მოხმარდება, რაც ბაზისბანკის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბაზისბანკს მიაღწიოს დასახულ მიზანს - პოზიციონირდეს ქართული საფინანსო ბაზრის მე-3 უმსხვილეს მოთამაშედ.

სუბორდინირებული სესხი მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტია და კიდევ უფრო აძლიერებს ბაზისბანკის მთლიან კაპიტალსა და ლიკვიდურობას, რაც ბანკს მეტად მოქნილს ხდის და ხელს უწყობს ბაზარზე მის შემდგომ გაფართოებას. ბაზისბანკი, სტრატეგიის შესაბამისად, წარმატებით განაგრძობს ზრდის ამბიციური მიზნების განხორციელებას.

ბაზისბანკსა და EFSE-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა 2019 წლიდან იწყება, როდესაც ფონდმა, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, მრავალმხრივი კამპანია დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების პრაქტიკის გაფართოებას. ეს, თავის მხრივ, პასუხისმგებლიანი დაფინანსების მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ადგილობრივ მცირე მსესხებლებს გაცვლითი კურსის რყევების პირდაპირი რისკისგან იცავს. კიდევ ერთი წარმატებული ინვესტიცია 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელდა.

ბაზისბანკის და EFSE-ის ერთობლივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაფართოებას და ეკონომიკისთვის უფრო დიდი რესურსების გამოყოფას.


EFSE-ის შესახებ

EFSE საერთაშორისო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2005 წელს KfW განვითარების ბანკის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანი მიკრო და მცირე საწარმოებში ინვესტირება და ამით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ მეზობელი რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. ფინანსურ მომსახურებაზე წვდომა ამ სეგმენტის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ადგილობრივი პარტნიორების საშუალებით განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ფონდი „EFSE განვითარების ფრთის“ მეშვეობით ადგილობრივი მეწარმეების და ინსტიტუტების ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგს და სხვა არაფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს.
დეტალური ინფორმაცი ფონდის შესახებ www.efse.lu


ბაზისბანკის შესახებ
ბაზარზე 28-წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ბაზისბანკის ჰოლდინგი სოლიდურ უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ჯგუფი მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებსაც. 2022 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 2.8 მილიარდ ლარს აჭარბებს და ჯგუფი ბაზარზე არსებული ფინანსური ინსტიტუტების პირველ ოთხეულშია.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები