ბაზისბანკმა, პროექტის "დააფინანსე შესაძლებლობა" ფარგლებში და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდთან პარტნიორობით, უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდია დააწესა.
ბაზისბანკის სტიპენდიატი ყოველთვიურ, 300-ლარიან სტიპენდიას მთელი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, მიღებული სტიპენდიით პროგრამირების კურსის გავლას გეგმავს, რაც მას პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.
„ბაზისბანკი", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად არის ჩართული და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდამჭერ აქტივობებში. ბაზისბანკის მიერ დაწესებული სახელობითი სტიპენდიის მეშვეობით თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი შეძლებს გაიღრმაოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და ჩვენ კი მომავალშიც არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ახალი თაობის განათლების და წახალისების მიმართულებით“, - "ბაზისბანკის" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ცნობისთვის, "ბაზისბანკი" წლების განმავლობაში არაერთი უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფინანსური პარტნიორი და ახალი თაობის განათლების მხარდამჭერია.