მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაზისბანკმა VTB ბანკის მსხვილი ბიზნესპორტფელიც გადაიბარა

622a0784dfd75
BM.GE
10.03.22 18:11
1594
ბაზისბანკის მიერ VTB ბანკის საცალო ბიზნესის სრულად გადმობარების შემდეგ, ამჯერად, შეთანხმება მსხვილი ბიზნესპორტფელის ნაწილის ბაზისბანკში მიგრაციის შესახებ შედგა. კორპორატიული ბიზნესების გარკვეული ნაწილი კვლავ რჩება VTB-ში.

შეგახსენებთ, რომ რეკორდულად მოკლე დროში, 200 ათასამდე საცალო მომხმარებელი, მათი მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო თუ საკრედიტო ანგარიშები, წარმატებით დამიგრირდა ბაზისბანკში და ისინი უკვე სარგებლობენ მომსახურებით BB-ში. ასევე, ბაზისბანკმა გადმოიბარა დამატებით VTB ბანკის 21 ფილიალი, რის შედეგადაც, ბაზისბანკის სერვისცენტრებისა და ფილიალების ქსელი საქართველოს მასშტაბით, გაიზარდა 44-მდე. მნიშვნელოვანია, რომ როგორც VTB-ის საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით დასაქმებული თანამშრომლების ძირითადი ნაწილი შეუერთდა ბაზისბანკის გუნდს.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები