მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრებსა და ბაზრობებზე 2025 წელს 2.7 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული

ბაზარი

2025 წელს საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 2.7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებლის იდენტურია.

საქსტატის კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე სულ 46.5 ათასი სავაჭრო ადგილი იყო. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 2%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრეთა საშუალო დღიურმა რაოდენობამ 36.1 ათასი ადამიანი შეადგინა.

ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში, მათ შორის ბაზრობების დირექციებში დასაქმებულთა 32.6% ქალი იყო. ამასთან, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდიოდა. უფრო კონკრეტულად, დედაქალაქში სექტორში დასაქმებულთა 48.1% იყო კონცენტრირებული.

2025 წელს საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში იყო ორგანიზებული. ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობდა 153 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 23 ბაზარში, ხოლო კვირის გარდა სხვა დღეებში ვაჭრობდა 3 ბაზარი. დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ვაჭრობა ხორციელდებოდა ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი ან ოთხდღიანი გრაფიკით, კვირის სხვადასხვა დღეებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები