მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრის დივერსიფიცირება კიდევ უფრო რთული ხდება - ექსპორტის განვითარების ასოციაცია

64522e7fec587
ლიკა გურაბანიძე
07.05.23 11:10
1317
“დღევანდელი მონაცემებს, რასაც ვხედავთ არის ის, რომ ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ შემცირებულია” - ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრმა გვანცა მელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი განპირობებს.

“ზოგადად, ლოგისტიკა ჩვენთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობა გვაქვს. ტრანსპორტირება კვლავ გამოწვევად რჩება და ძალიან ძვირია.

ტრანსპორტირების ხარჯის წილი პროდუქტის საბოლოო ფასში გაიზარდა და მიწოდება რთულდება განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით, რადგან უნდა გადავლახოთ შავი ზღვა, სადაც ახლა რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ეს რეგიონი კონფლიქტის ზონაა და ამ კუთხით პროდუქციის მიწოდება ევროკავშირის ბაზრებისთვის კიდევ უფრო გართულდა. შესაბამისად, ეს ქართველი ექსპორტიორების ხარჯების სტრუქტურაზე უკვე აისახა.

მეორე პრობლემა არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად ვკონცენტრირდით დსთ-ს ბარებზე, შესაბამისად ქართულ ექსპორტში მისი წილი იზრდება, რადგან პროდუქტი აღმოსავლეთით უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ამ პრობლემების გათვალისწინებით ბაზრების დივერსიფიცირება კიდევ უფრო რთული ხდება”, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები