მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბაზრის 3%-იანი კლების ფონზე, "მიდეა" 28%-ით გაიზარდა" - ირინა გრძელიძე 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე

მიდეა

ბაზრის კლების მიუხედავად, 2025 წელს "მიდეა საქართველომ" 28%-იანი ზრდა დააფიქსირა - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში ირინა გრძელიძე, "მიდეას" გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

მისი თქმით, ბაზარზე არსებული კლება მეტწილად რეგულაციებს უკავშირდებოდა, რამაც ბევრი ბრენდი შეაფერხა, თუმცა "მიდეას" შემთხვევაში გადამწყვეტი როლი მარაგების წინასწარმა დაგეგმვამ და 20-წლიანმა გამოცდილებამ ითამაშა.

"2025 წელს ვაჯამებთ როგორც სტაბილურ, მაგრამ გამოწვევებით სავსე წელს. რაც შეეხება თვითონ ბაზრის მოცულობას, მინდა აღვნიშნო, რომ 2024-თან მიმართებით ზრდის ტენდენცია არ აღინიშნება, არამედ მცირე კლებაა, საშუალოდ 3%-ით, რაც განპირობებულია ევროკავშირის რეგულაციებით. საკმაოდ ბევრი ბრენდი აღმოჩნდა ამ გამოწვევის წინაშე, მათ შორის ჩვენც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ "მიდეა ჯგუფი" არის საერთაშორისო ბრენდი და ჩვენი გუნდი უკვე 20 წელიწადია ოპერირებს ბაზარზე, ჩვენ ძალიან სწრაფად მოვახდინეთ ადაპტაცია და მომწოდებელიც საკმაოდ დაგვეხმარა ამაში. მათ შორის, მარაგების კუთხით, ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კლება იყო, ჩვენ 28%-ით გავიზარდეთ", - განაცხადა ირინა გრძელიძემ BMG-სთან.

"მიდეას" გენდირექტორმა "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის კონკრეტულ უპირატესობებზეც ისაუბრა და ხაზი "მიდეას" წარმოების ხარისხსა და საგარანტიო პირობებს გაუსვა. მისი თქმით, კომპანიის ძლიერი მხარე ავტორიზებული სერვის ცენტრია, რომელსაც ავტორიზაცია უშუალოდ მწარმოებელმა მიანიჭა.

"მიდეას ბრენდის უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ წარმოება სრულად ავტომატიზებულია. თვითონ "მიდეა ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთი დიდი ჰოლდინგი არის KUKA და მისი რობოტექნიკა, რომლითაც იწარმოება "მიდეას" საოჯახო ტექნიკა, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს წარმოებაში დაშვებული შეცდომები. აქედან გამომდინარე, ჩვენ თვითონ ბრენდი და მწარმოებელი გვიწყობს ხელს. ეს ერთგვარი სიტყვაა ბაზარზე: მიუხედავად იმისა, რომ "მიდეა" ჩინური ბრენდიაა ხარისხის კონტროლითა და ტექნოლოგიებით ჩვენ ეს სტერეოტიპი დავარღვიეთ.

10-წლიან გარანტიას რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ძირითად კომპონენტებზე ეს გარანტია, რომელიც დატანილია სტიკერის სახით მწარმოებლის მიერ. კომპანიის საგარანტიო პირობებით კი, 5-წლიანი გარანტია რომ გვაქვს კონდიციონერებზე, 3-წლიანი -სარეცხ მანქანებზე და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური საგარანტიო პერიოდი 2 წელია, ჩვენ რიგ პროდუქტებზე უფრო მეტი გვაქვს. ამასთან, სათადარიგო ნაწილების მარაგი გვაქვს იმხელა, რომ პირობითად, 5 წლის წინ ნაყიდ პროდუქტსაც ვუწევთ მომსახურებას. ამიტომ ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე, რითაც ჩვენ მომხმარებელს ვეუბნებით, რომ შესყიდვის შემდგომაც სანდო პარტნიორი ვართ", - ამბობს "მიდეას" გენერალური დირექტორი.

კომპანიის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე გარკვეული კატეგორიები, როგორიცაა სარეცხი მანქანები და მაცივრები, უკვე გაჯერებულია. ირინა გრძელიძის თქმით, ამ სეგმენტში "მიდეა" ბაზრის 10%-ს იკავებს. ზრდის ტენდენცია კი კომფორტზე ორიენტირებულ პროდუქტებში შეინიშნება, როგორებიცაა კონდიციონერი ან ჭურჭლის სარეცხი მანქანა: "კონდიცირებაში ბაზრის 30%-იან წილს ვფლობთ, ამ კატეგორიებში ჩვენი ზრდა კი ჩვენი პროდუქტის ფასისა და ხარისხის თანხვედრით არის განპირობებული".

2026 წლის გეგმებზე საუბრისას "მიდეას" გენდირექტორმა კომპანიის რეგიონული ზრდის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალ ფილიალს წელს ზუგდიდში გახსნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები