უკვე 4 დღეა რაც საზოგადოებირივი ტრანსპორტი გაჩერებულია და ამ შეზღუდვამ თავის წილი ეკონომიკური შედეგი უკვე გამოიღო. ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ მოხვდებით, ნახავთ რომ დახლების უმეტესობას ან ბოქლომი ადევს, ან პარკებით არის დაფარული, ანუ - დაკეტილია. მოვაჭრეებს უჭირთ სამსახურში ტაქსით მისვლა, აი, ვინც ვაჭრობს ნაწილს საკუთარი მანქანა ჰყავს, ნაწილი ფეხით გადაადგილდება. რა პირობებში უწევთ ბაზრობაზე მუშაობა და რით იმხნევებენ თავს, მომხმარებლების მოლოდინში?