მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრობებსა და მოლებში დასაქმებულთა სავალდებულო კოვიდ-ტესტირების პირობები შეიძლება შეიცვალოს

61efc1a6ea251
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.22 13:35
676
ბაზრობებსა და მოლებში დასაქმებულთა სავალდებულო კოვიდ-ტესტირების პირობები შეიძლება შეიცვალოს - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, NCDC-ის მიერ საკოორდინაციო საბჭოზე წარდგენილი ინიციატივა  გულისხმობს, რომ 1 თებერვლიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში უსიმპტომო პირების კოვიდ-19–ის გამოვლენის მიზნით სისტემური ტესტირება შეჩერდეს; მათ შორის შეჩერდეს სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაში სავალდებულო ტესტირება.

„დიახ, იქ სადაც უსიმპტომო ადამიანების სავალდებულო ტესტირება იყო, დღევანდელი წინადადებით, თებერვლიდან უნდა შევაჩეროთ ეს და მხოლოდ სიმპტომიანი ადამიანების ტესტირება მოხდეს, როგორც სწრაფი, ასევე პისიარ ტესტებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები