ბბ დაზღვევამ, 145 000 000 ლარის ზარალი აანაზღაურა. ბბ დაზღვევა ბაზარზე ლიდერია საავიაციო რისკების დაზღვევის ჭრილში და თანამშრომლობს უმსხვილეს ავია კომპანიებთან.
2023 წლის აპრილში, მაივეი ეარლაინსის 2 და ავიაკომპანია ჯეოსქაის 1 საჰაერო ხომალდი ახორციელებდა რეგულარულ ფრენებს და იმყოფებოდა სუდანის დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტში. სწორედ ამ დროს, სუდანში დაიწყო სამოქალაქო ომი და ეპიცენტრში აღმოჩნდა კონკრეტულად ის აეროპორტი, რომელშიც ავიაკომპანიების ხომალდები იყო ბაზირებული. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის ტერიტორიიდან შეუძლებელი იყო საჰაერო ხომალდების არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მაინც მოხერხდა ფოტო- ვიდეო მასალის მოპოვება და მათი მეშვეობით, ზიანის დაფიქსირება და შეფასება. აეროპორტში მდგომი სამივე ხომალდის ზარალი აღიარებულ იქნა, როგორც სრული განადგურება. აქვე აღსანიშნავია, რომ საბედნიეროდ ეკიპაჟის არცერთი წევრის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეჰქმნია. ზარალის დაფიქსირების დღიდან ბბ დაზღვევის გუნდი, პარტნიორებთან ერთად, ჩაერთო ზარალის დარეგულირების პროცესში, როგორც საბროკერო კომპანია მალაკუტთან, ვისი მეშვეობითაც ჯეოსქაის მფლობელობაში მყოფი ხომალდი იყო გადაზღევული, როგორც ლონდონის ლოიდსის სინდიკატებში, ასევე საერთაშორისო A რეიტინგის მქონე გადამზღვეველ კომპანიებთან. ასევე, პარალელურად მოლაპარაკებებს აწარმოებდა ზარალის დარეგულირებაზე, მაივეის 2 თვითმფრინავზე, რომლებიც პირდაპირ იქნა გადაზღვეული მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო ჩინურ კომპანია პინგ ან-ში.
ჯამურად, ბბ დაზღვევის მიერ, ანაზღაურდა 145 მილიონი ლარის ზარალი, რაც საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში, არის რეკორდული მაჩვენებელი.
სტუმარი: კოტე სულამანიძე - "ბბ დაზღვევის" გენერალური დირექტორი