მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბბ ლიზინგმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის კორპორაციული ლიზინგის პორტფელი შეიძინა

ბაზისბანკი
17.09.24 10:51
324

ბბ ლიზინგსა და საქართველოს სალიზინგო კომპანიას შორის პორტფელის გასხვისების მორიგი შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, საქართველოს სალიზინგო კომპანიის კორპორაციული პორტფელის ნაწილი სამართავად ბბ ლიზინგს გადაეცა.

აღნიშნული გარიგების შედეგად, ბბ ლიზინგი განაგრძობს კორპორაციულ პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, რადგან კომპანიის სამომავლო პრიორიტეტებს მომხმარებლებისთვის მეტად მრავალფეროვანი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება წარმოადგენს.

ბბ ლიზინგი აქტიურად განაგრძობს ქართულ სალიზინგო ბაზარზე თანმიმდევრულ ზრდას. აღნიშნული გარიგებით ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე სალიზინგო კომპანიის პოზიციებს კიდევ უფრო მეტად იმყარებს.

ბბ ლიზინგი, ბბ დაზღვევასთან ერთად, ბაზისბანკის ჰოლდინგში შემავალი ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე სალიზინგო კომპანიაა. ბბ ლიზინგი რამდენიმე წელია, აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ქმნის ღირებულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ ფინანსურ პროდუქტებს, როგორიცაა: ავტო ლიზინგი, ავტო იმპორტის ლიზინგი, ძირითადი საშუალებების ლიზინგი, შეღავათიანი აგრო ლიზინგი, აწარმოე საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ბბ ლიზინგი მომხმარებელს მაქსიმალურად გამარტივებულ პირობებს სთავაზობს. მინიმალური პირველადი შენატანით, დაბალი საპროცენტო სარგებლით, უსწრაფესი მომსახურებითა და დაფინანსების გამართული სისტემის საშუალებით, ბბ ლიზინგი ბაზარზე ერთ-ერთ კონკურენტულ სალიზინგო კომპანიად პოზიციონირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები