ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობის მისაღებად განაცხადი 2,4 მილიონმა ადამიანმა შეავსო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
განახლებული მონაცემებით, მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მისაღებად განაცხადი სულ 38,6 მილიონმა ადამიანმა შეიტანა, რაც სამუშაო ძალის თითქმის მეოთხედია.
მიმდინარე კვირას სახაზინო მდივანმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ აშშ-ში აღმოუფხვრელი ზარალის საფრთხის წინაშეა, თუ შეზღუდვები გაგრძელდება.
როგორც BBC-ი აღნიშნავს, თებერვალში აშშ-ში უმუშევრობის დონე 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო და 3,5%-ს შეადგენდა. გასულ თვეში აშშ-მა 20 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა, რის შედეგადაც უმუშევრობის დონე 14,7%-მდე გაიზარდა.