BBC -ის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, მარიხუანას მოხმარება უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ხდება ნებადართული.
მათივე ცნობით, მექსიკის ახალი მთავრობა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას გეგმავს.
მექსიკის ახალმა მთავრობამ, ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორას მეთაურობით, წარადგინა კანონი, რომელიც კანაფის რეკრეაციული და სამედიცინო მიზნებით გამოყენებას ლეგალურს ხდის.
BBC წერს, რომ ბევრი ქვეყანა ცვლის საკუთარ დამოკიდებულებას მარიხუანას მოხმარების მიმართ, თუმცა კანაფის გაყიდვა მაინც არალეგალური რჩება.
სააგენტო იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებშიც ცვლილებები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით:
დიდ ბრიტანეთში ექიმებს უფლება მიენიჭათ, გამოწერონ მარიხუანა და მისი შემცველი პროდუქტები;
სამხრეთ კორეამ მარიხუანას სამედიცინო წესით მოხმარების ლეგალიზაცია მოახდინა;
სამხრეთ აფრიკის უმაღლესმა სასამართლომ კერძო სივრცეში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია განახორციელა;
ლესოთო კი, პირველი აფრიკული სახელმწიფოა, რომელმაც სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაცია ლეგალური გახადა.
BBC-ის თანახმად, მარიხუანას სამედიცინო კუთხით ვაჭრობის განვითარება შეიძლება რეკრეაციული მიზნით გაყიდვებში გადაიზარდოს, რაც კიდევ უფრო დიდი ბაზრის შექმნას შუწყობს ხელს.
Bm.ge-ის დამატება: შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობამ, შსს-ს ავტორობით მოამზადა კანონ-პროექტი, რომლის თანახმად, ქვეყანაში საექსპორტო მიზნით კანაფის კულტივაცია დასაშვები უნდა გამხდარიყო. დოკუმენტი პარლამენტშიც შევიდა, მაგრამ ძალიან მალევე, მთავრობა იძულებული გახდა, კანონპროექტი უკან გაეწვია. აღნიშნულის მიზეზი პარლამენტარების დიდი ნაწილის და საქართველოს საპატრიარქოს პროტესტი გახდა.