საქართველოს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში მანდატისთვის იბრძვის - ამ სათაურით ეხმიანება BBC საქართველოში გამართულ რიგით მეცხრე საპარლამენტო არჩევნებს. როგორც BBC ამბობს, პარლამენტში ადგილებისთვის 20 პოლიტიკური პარტია იბრძვის, ხოლო თავად არჩევნები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის სტაბილურობის ტესტად არის მიჩნეული. გამოცემა წერს, რომ მთავარი კონკურენტები ამ არჩევნებში ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არიან, თუმცა აქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია და ამის მიზეზი სიღარიბე, უმუშევრობა და ვალის მაღალი დონეა.
რიგით მეცხრე საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას ბიბისის რუსული ოფისიც ოპერატიულად ეხმიანება. ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთებულია იმ ფაქტზე, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგის პროგნოზირებას ხელს არავინ ჰკიდებს. ბიბისის ამ სტატიაში სპეციალური ქვეთავია გამოყოფილი, რომელსაც პირდაპირ ჰქვია - მნიშვნელოვანი არჩევანი, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებს 19 პარტია და 8 ბლოკი, და ასევე 800-ზე მეტი მაჟორიტარობის კანდიდატი, ხოლო არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება 30 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვრივებელი და 45 საერთაშორისო ორგანიზაციის 1400-ზე მეტი წარმომადგენელი. სტატიაში ყურადღებაა ასევე გამახვილებული დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე და წინასაარჩევნო პერიოდის ვიდეოჩანაწერების ტალღაზე.

























