მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BBC: სახელმწიფო ლიდერებმა და ბიზნეს-მაგნატებმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შოუ დადგეს

588c38db38147
მარიამ ადამია
28.01.17 13:00
1648

„სახელმწიფო ლიდერებმა და ბიზნეს-მაგნატებმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ოთხი დღის განმავლობაში შოუ დადგეს, რომელიც საბოლოო ჯამში კრახით დასრულდა“ - ასე იწყება სტატია გამოცემა BBC Capital-ზე, რომლის ავტორი სიდნი ფინკელშტეინი აცხადებს, რომ პლატფორმა, რომელიც დავოსის ყოველწლიური ფორუმის სახით არსებობს, რეალურად არ არის მიმართული პრობლემების გადაჭრისკენ და ავტორი სკეპტიკურად უდგება ყველა იმ დაპირებასა თუ პერსპექტივას, რაც ღონისძიებაზე გაჟღერდა. თავად სიდნი ფინკელშტეინი არის დორტმუტის ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი, მწერალი და რეპორტიორი, როგორც BBC.com-სა და BBc capital-ზე, ასევე მისი სტატიები აქტიურად იბეჭდება ფორბსის ამერიკულ გამოცემაში.

„ის საკითხები, რომლებიც ფორუმზე განიხილება, მათ შორის მსოფლიო გლობალური სირთულეების დაძლევა და გლობალური გამოწვევები, საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი განსახილველი თემებია, რადგან საზოგადოების ცხოვრება განვითარებას ვერ გააგრძელებს, თუკი პრობლემების გადაჭრით მასშტაბურად ყველა ქვეყანა და მათი წარმომადგენლები არ დაინტერესდნენ და არ ჩაერთნენ. აქედან გამომდინარე ყველა თანხმდება, რომ აუცილებელია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, თუმცა არა იმ ფორმით, რაც დღეს აქვს მიღებული. ანუ დავოსი გახდა ადგილი, სადაც ტარდება რიტუალური/ტრადიციული ღონისძიებები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს პროგრესთან. მთავრია იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ მოწვეული სტუმარი ხარ და რომ თქვენ იქ იყავით და დაგინახეს“, - წერს ავტორი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გლობალური ელიტა კრიზისშია. თუმცა მიუხედავად პოპულისტების დაპირებებისა, რომ პოლიტიკური ცვლილებები დაიწყება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი, არ შეეხება იმ ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც დავოსზე იკრიბება. ანუ სახელმწიფო მეთაურებს, ბიზნესმენებს, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, გააჩნიათ საკმარისი ბერკეტი იმისა, რომ შეინარჩუნონ საკუთარი პოზიციები და მართვის სადავეები კვლავ მათ ხელში გადიოდეს.
ასე გამოდის და როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, იმ დროს, როდესაც მსგავსი გარიგებები გლობალური ხასიათისაა და ეხება მაგალითად კლიმატის ცვლილებას- თაღლითობის, ტყუილისა და ღალატის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია. „ამ მასშტაბურ „გადაწყვეტილებებს“ ორი გლობალური ნაკლი აქვს, პირველი არის ის, რომ მსგავსი შეთანხმების წარმატებით რეალიზაციისთვის საჭიროა მხარეებს შორის ისეთი ნდობის მოპოვება, რომელიც რეალურად წარმოუდგენელია. და მეორე მხრივ, დასმული საკითხი იმდენად რთული და მასშტაბურია, რომ ართულებს შეთანხმების მიღწევას და თანაც ისე რომ ყველა რისკ-ფაქტორი გათვალისწინებული იყოს. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებების მაგიდაზე მჯდომმა ყველა ლიდერმა იცის, რომ ეს არის თამაში, სადაც არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება“, - წერს გამოცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები