მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BDO 2021 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს: სოლიდური ზრდა და გლობალური შემოსავალი, რომელიც $11 მილიარდს აჭარბებს

61b75ec587d4f
შოთა ტყეშელაშვილი
14.12.21 10:15
680
BDO-მ 2021 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის გლობალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქსელის მთლიანმა შემოსავალმა 11,8 მლრდ აშშ დოლარი / 9,8 მლრდ ევრო შეადგინა, რითიც წლიდან წლამდე მუდმივი გაცვლითი კურსით 10,8 %-იანი ზრდა აჩვენა (+14,8% აშშ დოლარში; +7% ევროში). აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება რჩება BDO-ს უმსხვილეს მიმართულებად, რომლის ხვედრითი წილი შემოსავალში 42%-ია. საგადასახადო და ბიზნეს კონსულტაციების, თითოეულის წილი 21.5%-ს შეადგენს, ხოლო ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულების 15%-ს.

მზარდი ინვესტიციები - განპირობებული ახალი საჭიროებებით

BDO-ს კლიენტები სწრაფი და რადიკალური ცვლილებების მომსწრენი გახდნენ, რამაც საწარმოო რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებამდე მიიყვანა ბიზნესსამყარო. პანდემიამ ყველას სხვაგვარად ფიქრი და მუშაობა აიძულა. BDO-ს მუდმივმა მზაობამ წამყვან ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის, კომპანიას საშუალება მისცა პულსზე ხელი ეჭიროს კლიენტების ახალი საჭიროებების გამოსავლენად. ამგვარად მან შეძლო ამ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირება და კლიენტებისთვის ისეთი ინსტრუმენტების მიწოდება, რომელიც მათ ეხმარება წარმატებულ ციფრულ
ტრანსფორმაციაში.

კიტ ფარლინგერი (Keith Farlinger), BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი

”ძალიან ვამაყობ იმით, თუ როგორ მოახერხეს ჩვენმა ფირმებმა და თანამშრომლებმა მოქნილობითა და ერთობლივი ძალისხმევით შეეცვალათ BDO-ს საოპერაციო მოდელი, რომ ჭკვიანურად, წინასწარ განეჭვრიტათ ჩვენი საქმის მომავალი. ჩვენი ფირმები აგრძელებენ მიზანმიმართულ მუშაობას, რომ დაეხმარონ თანამშრომლებს, კლიენტებსა და საზოგადოებას. BDO-ს WHY კონცეფცია ადამიანები ადამიანების დასახმარებლად (People helping people achieve their dreams) არასოდეს ყოფილა ასე რელევანტური“.

ციფრული ტრანსფორმაცია

BDO განაგრძობს მნიშვნელოვან ინვესტირებას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში. კომპანიის მიზანია, კლიენტებს დაეხმაროს მიიღონ საინტერესო და ეფექტური ციფრული გამოცდილება BDO-სთან თანამშრომლობის პროცესში. Microsoft-თან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში BDO გადადის ერთიან გლობალურ ციფრულ პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს დროულ და ეფექტიან წვდომას ხარისხიან და უსაფრთხო IT მომსახურებაზე, სტანდარტებზე, ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებზე გლობალური ორგანიზაციის მასშტაბით.

მომხმარებლის გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია BDO-სთვის IT სისტემებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. კომპანიას აქვს სტრუქტრურირებული მიდგომა, თუ როგორ იყენებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებს ინოვაციური და მდგრადი პლატფორმების ასამუშავებლად, სადაც მონაცემთა უსაფრთხოება აბსოლუტური პრიორიტეტია.

BDO-ს პლატფორმები ღრუბელზე უზრუნველყოფს დახვეწილ, შეუფერხებელ სამუშაო პროცესებს და ბიზნესის უწყვეტობას, ამავდროულად ამცირებს დანახარჯებს და ზრდის მოხმარების ეფექტურობას.

მდგრადობის სტრატეგია

წინა წლებში BDO-ს ფირმებს გადადგმული აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მდგრადი განვითარების მიმართულებით, თუმცა ბოლოდროინდელი მზარდი რისკების და პრობლემების გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა გლობალური მოძრაობა მდგრადობის მიმართულებით. BDO საერთო გამოხმაურებას არ დაკლებია. 2021-ის დასაწყისში კომპანიამ შეიმუშავა ერთიანი მდგრადობის სტრატეგია, ორგანიზაციის შიგნით და გარეთ. მისი მიზანია, მდგრადი განვითარების თემაზე მეტი განათლება, ინსპირაცია და ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს უწყვეტ მოძრაობას მდგრადი ბიზნესმოდელი ჩამოყალიბებისკენ ორგანიზაციაში და მთლიანად ინდუსტრიაში.

BDO-მ მოიზიდა მდგრადი განვითარების პროფესიონალები, კლიენტებისთვის შეიმუშავა რელევანტური მომსახურებები ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას ტრანსფორმაციის პროცესში და მომზადებას მდგრადი მომავლისთვის, სადაც გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ნულოვან გამონაბოლქვთან დაკავშირებული მიზნები

გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მზარდი მოთხოვნები გარემოსდაცვის, სოციალური და მმართველობითი (ESG) თემების ირგვლივ ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. BDO, როგორც Net Zero Financial Service Providers Alliance-ის წევრი, მხარს უჭერს ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევის გლობალურ მიზანს 2050 წლამდე ან უფრო ადრე, პარალელურად კი უერთდება გლობალური ტემპერატურული მატების შეზღუდვის ამბიციას 1.5°C-მდე ინდუსტრიალიზაციამდელი მაჩვენებლის ზემოთ.

ტალანტები ყველგან

BDO რჩება ადამიანებზე ორიენტირებულ ბიზნესად. გლობალური გუნდის ცოდნა და გამოცდილება წარმატებით აერთიანებს ციფრულ ექსპერტიზას და კლიენტების საჭიროების დროულ, ადეკვატურ აღქმას. მიმდინარე წელს კომპანიაში დაფიქსირდა ახალი პარტნიორებისა და თანამშრომლების ყველაზე დიდი ნაკადი ისტორიაში (+6,8%), ბევრ მათგანს აქვს გამოცდილება მდგრადი განვითარებისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, ანდა ბექგრაუნდი STEM-ის (Science, Technology, Engineering, Mathematics) სფეროში, რომელიც 4 ძირითადი მიმართულების: მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს.

მომავლის ორგანიზაცია დღევანდელისგან რადიკალურად განსხვავებული და გაცილებით მოქნილი იქნება. პანდემიამ ცხადად დაგვანახა, რომ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა და თანამშრომლობა შესაძლებელი და მოგებიანია, რამაც შექმნა ახალი შესაძლებლობები ჩვენი ფირმებისთვის იმუშაონ ერთად ჩვენი კლიენტების სასარგებლოდ. აუთსორსინგი, მოქნილი რესურსები და ექსპერტული ჯგუფების შექმნა (საჭირო ადამიანების მოზიდვით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან) ზრდის დივერსიფიკაციის დონეს და ქმნის დამატებით ფასეულობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები