მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბედინეიშვილი ივანიშვილზე: ანაკლიის პროექტის განხორციელების შანსი მხოლოდ შემცირდა

5cadc4419cca5
სალომე მეცხვარიშვილი
10.04.19 14:22
961
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს, სადაც მან ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტი მომგებიანი მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ იქნება.

“მგონია, რომ რაც ილაპარაკა იმის შედეგად ანაკლიის პროექტის განხორციელების შანსი მხოლოდ შემცირდა და არ გაზრდილა. თუ ჩავაყენებთ ჩვენს თავს პოტენციური ინვესტორის ადგილას, რომელიც მოუსმენდა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც არის ასეთი გავლენიანი ადამიანი ბიზნესისა და პოლიტიკის მიმართულებით, რომ პორტი არ არის მომგებიანი და 50-100 წელი დასჭირდება ფულის ამოღებას... როცა ასეთი რამ გესმის ივანიშვილისგან, თუ რაღაც განძრახვა გქონდა, რომ ფული ჩაგედო ამ პროექტში, ეს განძრახვა გაქრება.

თუმცა, ვფიქრობ, ეს არ იყო მისი მიზანი. მომეჩვენა, რომ მისი მიზანი, როგორც ხშირად არის ხოლმე, არის ის, რომ კერძო შეხვედრები გამოიტანოს ნათელზე, ვულგარულად რომ ვთქვათ- იჭორაოს. ჩვენ ხომ არ გვაქვს შესაძლებლობა მართლა ვნახოთ, რა მოხდა ამ შეხვედრებზე, რომელიც არ უნდა ხდებოდეს სინამდვილეში?! რის საფუძველზე იცის მან კონფიდენციალური ინფორმაცია, თუნდაც როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ? პროექტზე, რომელშიც ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მთავრობაც... მთავრობა არ უნდა აწვდიდეს ასეთ დეტალებში ინფორმაციას ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარეს. რატომ არის ჩართული ამ პროცესში? ეს კითხვა არც უჩნდება ივანიშვილს”,- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები