მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BEKO: აპრილიდან პროდუქციის გაძვირება მოგვიწევს

6062d1c35ef96
ლიკა გურაბანიძე
31.03.21 09:45
631
საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მაღაზია BEKO პროდუქციაზე ფასს აპრილიდან გაზრდის. როგორც bm.ge-ს “ბეკო საქართველოს” დირექტორმა მეჰმეთ მელექმა განუცხადა, კომპანიას ფასების გაზრდა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის, ლოგისტიკის გაძვირებული ფასების და ლარის კურსის არასტაბილურობის გამო უწევს.

მიუხედავად ამისა, კომპანია გეგმავს, მომხმარებელი სხვადასხვა სახის კამპანიებით მოიზიდოს. მელექის თქმით, ამჟამად კომპანიის გაყიდვებში უკეთესი დინამიკა შეინიშნება.

“მხოლოდ ჩვენ არა, უკვე ბევრმა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის რეალიზატორმა კომპანიამ ფასები გაზარდა ან მის გაზრდას აპირებს. ბაზარზე ასეთ პირობებში ოპერირება მარტივი არ არის, რაც შესაბამისად, ფასებზეც აისახება. რაც შეეხება გაზრდილ რელიზაციას, ეს ჩვენი სტრატეგიით, ახალი მაღაზიების გახსნის ხარჯზე შევძელით. რამდენიმე მაღაზია აღმოსავლეთში და დასავლეთში გავხსენით, ხოლო გაფართოებას კვლავ ვგეგმავთ, ასევე სხვადასხვა სახის ბრენდზე არჩევანი გავზარდეთ", - განმარტა მელექმა.

ცნობისთვის: საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 250 მილიონი დოლარის ელექტროტექნიკა ივაჭრება.

ლარის გაუფასურებამ და ტრანსპორტირების ხარჯმა პროდუქცია 20-25%-ით გააძვირა - BEKO

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები