მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BEKO და ELIT Electronics-ი დამეგობრდნენ

ელიტ ელექტრონიქსი
BM. GE
05.09.23 16:56
117

მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი "ბეკო" 2023 წლის სექტემბრიდან "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიებში გაიყიდება. "ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს 15 დიდ ქალაქში ოპერირებს და პარტნიორობის ფარგლებში, თითოეულ მათგანში წარმოდგენილი იქნება Beko-ს უმაღლესი ხარისხის ტექნიკა.

Beko უკვე 26 წელია, წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დღეისთვის, 100-მდე სავაჭრო წერტილშია წარმოდგენილი. მსოფლიოს მასშტაბით BEKO ევროპის ტოპ 3 ყველაზე დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს და 7 კონტინენტის 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი. დღეისათვის Beko 300 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" თანამედროვე და  ინოვაციური მიდგომებით ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებადი და მზარდი კომპანიაა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში შეძლო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა და უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება შექმნა. "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში მსოფლიოს 200-მდე წამყვანი ბრენდის 7000-მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელთა შორის დღეიდან ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ბეკო.

აღნიშნული კოლაბორაცია კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის ქართულ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარს და შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, უფრო მეტ ფილიალში შეიძინოს ბეკოს უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რაც დამატებით კომფორტს შეუქმნის მომხმარებელს.

ამას ადასტურებს ორივე ბრენდის სლოგანიც:

ბეკო - იცხოვრე ჩემპიონივით!

ელიტ ელექტრონიქსი – ყველაფერი კომფორტულად ცხოვრებისთვის.