მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Beko Georgia: გასულ წელს 2019-თან შედარებით გაყიდვებში 25%-იანი ზრდა გვქონდა

61dd8cabf3551
ლიკა გურაბანიძე
16.01.22 22:00
1011
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა “ბეკომ” 2021 წელს გაყიდვებში 2019 პანდემიამდელ წელზე უკეთესი შედეგი აჩვენა. როგორც "ბეკო საქართველოს" დირექტორი მეჰმეთ მელექი აღნიშნავს, ბაზარს გამოცოცხლება დაეტყო და მათ პროდუქციაზე მოთხოვნაც გაჩნდა.

“2021 წელი 2019 წელთან შედარებით უკეთესი იყო, კერძოდ წელს 2019 წელთან შედარებით საცალო გაყიდვებში 25-26%-იანი ზრდა გვქონდა. ხოლო, 2020 წელთან შედარებით 40%-იანი ზრდა. შედეგად, 2021 წელი ბოლო ორ წელთან შედარებით უკეთესი იყო” - განმარტა მელექმა.

"ბეკო საქართველოს" დირექტორს ბოლო ორი წლის განმავლობაში 2021 წელს მიღებული კარგი მაჩვენებლების გამო, 2022 წლის მოლოდინიც დადებითი აქვს.

“2022 წლის მოლოდინი უფრო პოზიტიურია, რადგან უკეთესი ტემპებით წინსვლის იმედი გვაქვს. ამას სხვდასხვა მარკეტინგული კამპანიების ხარჯზე შევძლებთ. თუმცა, აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ წინსვლაში ხელი პანდემიამ, ახალი შტამების თავიდან აცილებამ და ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობამ ხელი უნდა შეგვიწყოს” - განმარტა მელექმა.

მეჰმეთ მელექის თქითვე, მიმდინარე წელს “ბეკო” რეგიონში ჯამში 3 ფილიალის გახსნას გეგმავს.

“ფილიალებს ზუგდიდში, ფოთში და გარდაბანში გავხსნით, რომლის ჯამური ინვესტიციაც 500 000 ლარი იქნება, 8 ადამიანი დასაქმდება. თუმცა, ზაფხულის სეზონზე ქობულეთში 2, ზუგდიდში 2 და გარდაბანში 1 ადამიანი დაემატება” - აღნიშნა მელექმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები