მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბეკო“ საქართველოს ბაზარზე 28 წლის იუბილეს განახლებული პორტფოლიოთი აღნიშნავს - კომპანია მომხმარებლებს 2 ახალ ბრენდს სთავაზობს

ბეკო
05.11.25 14:22
433

ევროპის N1 საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი „ბეკო“, საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 28 წლის იუბილეს ფონზე, მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაბიჯებს დგამს. კომპანიამ საკუთარი პორტფოლიო ორი მსხვილი ბრენდის ინტეგრაციით გააფართოვა: იტალიური „ინდეზიტის“ (Indesit) საყოფაცხოვრებო ტექნიკით და “აიფალკონის” (Iffalcon) ტელევიზორებით.

„ინდეზიტი“ ქართულ ბაზარზე ახლა უკვე „ბეკოს“ პორტფოლიოს ქვეშ იქნება ხელმისაწვდომი. ეს სტრატეგიული გაფართოება „ბეკოს“ საშუალებას აძლევს, გააძლიეროს პოზიციები საყოფაცხოვრებო ტექნიკის სეგმენტში.

„ინდეზიტის“ პროდუქციის სრული ასორტიმენტი, განახლებული დიზაინითა და ხარისხით, უკვე წარმოდგენილია „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელში და ვებგვერდზე www.technoshop.ge

„ბეკოს“ მეორე სიახლე ციფრული ტექნიკის მიმართულებას ეხება. პორტფოლიოს დაემატა TCL-ის შვილობილი კომპანიის, “აიფალკონის”(Iffalcon), ტელევიზორები, რომლებიც, ასევე ხელმისაწვდომია „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელში.

ეს ნაბიჯი მიანიშნებს „ტექნოშოპი”-ს ამბიციაზე, გასცდეს მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩარჩოებს და აქტიურად შევიდეს ციფრული ტექნოლოგიების ბაზარზე, რაც კომპანიის სამომავლო ზრდას შეუწყობს ხელს.

ახალი ბრენდების შესახებ ინფორმაცია და სამომავლო განვითარების გეგმები „ბეკომ“ რეგიონულ პარტნიორებს სასტუმრო „ჰილტონ ვაკეში“ გამართულ ღონისძიებაზე გააცნო. კომპანია ამ ნაბიჯებით ხაზს უსვამს ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და ასორტიმენტის მაქსიმალური გაფართოების ტენდენციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები