მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Beko: საქართველოს ტექნიკის ბაზრის ზომა შემცირდა

60a1147f197aa
თათია ჩაფიჩაძე
16.05.21 16:43
905
„ტექნიკის ბაზარზე მხოლოდ ფინანსურად ძლიერი კომპანიები რჩებიან, მცირე და საშუალო ტიპის იმპორტიორების დიდმა ნაწილმა კი პანდემიის გავლენას ვერ გაუძლო“ - ასე აფასებს კომპანია „ბეკო საქართველო“ 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტექნიკის ბაზარზე არსებულ ვითარებას.

BMG-თან საუბრისას მეჰმეთ მელექი მთავარ პრობლემად იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდას ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ჩინეთიდან გაზრდილი ტრანსპორტირების საფასურს და ლარის გაცვლით კურსს უკავშირდება.

„ბევრი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია დაიხურა თბილისში და სხვა ქალაქებში, ბაზარი ცოტა დაპატარავდა. ჩვენ ფინანსურად ძლიერი კომპანია ვართ და ამის ხარჯზე შევძელით მაღაზიების შენარჩუნება და მუშაობის გაგრძელება. ვფიქრობ, რომ ექსკლუზიური ბრენდები ვისაც ექნება ის ქსელები უფრო მყარად გააგრძელებენ მუშაობას.

მთავარი პრობლემა რაც გვაქვს ეხება ფასებს, კურსის და ასევე ტრანსპორტირების ხარჯის ზრდის გამო, მოგვიწია ტექნიკის ღირებულების საშუალოდ 8-9%-ით  ზრდა. ადრე თუ 3,000 დოლარი იყო ჩინეთიდან კონტეინერის ჩამოტანა, ახლა 9,000 დოლარამდეა ანუ 3-ჯერ გაიზარდა. თუ ეს ზრდა არ შეჩერდება ცხადია ჩვენც მოგვიწევს ფასების მატება.

2019 წელთან შედარებით რეალიზაცია არ არის შემცირებული, მარტში უკეთესი ვითარებაც კი გვქონდა, მიმდინარე თვეს ცოტა არასტაბილურობაა ვფიქრობ დღესასწაულების და განვლილი უქმეების გამო, თუმცა მომდევნო თვეებში ველით, რომ გაყიდვების მაჩვენებლები გაუმჯობესდება“ - უთხრა BMG-ს მელექმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები