დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის გადაწყვეტილება მიიღო. ინალ არძინბას თქმით, ეს აფხაზეთის ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს.
"ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, დამოკიდებულია ბელარუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების სამომავლო ტრაექტორია”,- აღნიშნა ინალ არძინბამ.
არძინბას განცხადებით, აფხაზეთი “აფხაზეთი – არაბთა გაერთიანებული საამიროების საქმიანი საბჭოს" ჩამოყალიბებას გეგმავს.
საკითხზე BMG საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ განცხადებას ელის.