მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსული კომპანია ბათუმში ტრაქტორების საწარმოს გახსნას გეგმავს

5ab3c15d6939a
თამუნა დემეტრაშვილი
22.03.18 18:40
4276
ბელარუსული კომპანია "ემ ტე ზე ჰოლდინგი" ბათუმში ტრაქტორების ამწყობი საწარმოს გახსნას უახლოეს თვეებში გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ფიოდორ დამატენკომ bm.ge-ს ქართულ-ბელარუსულ ბიზნეს-ფორუმზე განუცხადა, კონტრაქტი ადგილობრივ პარტნიორებთან ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გააფორმეს.

"თავდაპირველად ტრაქტორების კომპლექტები ასაწყობად სრულად ბელარუსიდან ჩამოვა, თუმცა მოგვიანებით გარკვეული ტექნიკური კვანძების და დეტალების ადგილზე წარმოებასაც ვგეგმავთ", - განაცხადა დამატენკომ.

მისი ინფორმაციით, წლის განმავლობაში 200-დან 500 ტრაქტორამდე წარმოებას აპირებენ, რაც საწარმოს რენტაბელობისთვის საკმარისია. ჰოლდინგის გენერალური დირექტორი სამომავლოდ გათვლას ექსპორტზეც აკეთებს, პოტენციურ ბაზარად კი საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს განიხილავს. მინსკის ტრაქტორების ქარხანა -,,ემ ტე ზე ჰოლდინგი" 1946 წელს დაარსდა და მსოფლიოში სოფლის მეურნეობის ტექნიკის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს მსოფლიოში. მასში 17 ათასი ადამიანი მუშაობს