ბელგიური საბანკო-საფინანსო ჰოლდინგ KBC Group-ს ნიდერლანდებში დაფუძნებული ABN Amro Bank-ის შესყიდვა სურს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მხარეები გარიგების დეტალებს სწავლობენ და არ არის გამორიცხული, უახლეს მომავალში ხელშეკრულება გააფორმონ.
ABN Amro-ს შესყიდვით KBC-ის დაინტერესება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ნიდერლანდური კომპანია არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაშია და აქტივების კაპიტალიზაციასთან შეფარდება მას საინტერესო შეთავაზებად აქცევს.
ამჟამინდელი მონაცემებით, ABN Amro-ს კაპიტალიზაცია $26 მილიარდს შეადგენს, ხოლო ბელგიური KBC-ის შეფასება $47 მილიარდს აჭარბებს.
თუკი გარიგება შედგება, სავარაუდოდ, ის აქციების გაცვლით განხორციელდება და არც ნაღდი ფულის გადახდით.




























