ბელორუსი და საქართველო პროდუქციის მიწოდების ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ, - აღნიშნულის შესახებ საქართველოში ბელორუსის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ მიატლიკოვმა ტელეკომპანია "ბელორუსი 1" -ის ეთერში განაცხადა.
"ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი, რომლის საშუალებითაც დღესდღეობით პროდუქციის მიწოდება ხდება, როგორც ბელორუსიდან საქართველოში, ასევე პირიქით, არის სამხედრო-ქართული გზა კავკასიონის ქედის გავლით. სამწუხაროდ, ზამთრის პერიოდში, როდესაც ხშირად ზვავებია, ავტომობილები იძულებულები ხდებიან საცობებში იდგნენ. ჩვენი პირველი ამოცანა, პროდუქტების მიწოდებაზე ალტერნატიული ვარიანტების ძებნაა, განსაკუთრებით მალფუჭებადი კვების პროდუქტების შემთხვევაში. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც განვიხილავთ, საქონლის ოდესის სარკინიგზო მაგისტრალამდე და შემდეგ ფოთის ან ბათუმის პორტებამდე მიწოდებაა", - განაცხადა მიხეილ მიატლიკოვმა.

























