მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Beluga - საკულტო არაყი მონტენეგროდან

ბელუგა
25.09.25 10:30
550

Beluga - არაყი, რომელიც ფუფუნების, ელეგანტურობისა და წარმატების სიმბოლოა და თავის თავში აერთიანებს ტრადიციას, ინოვაციასა და ურყევ ერთგულებას ხარისხისა და დეტალებისადმი, წარმოების პროცესის თითოეულ ეტაპზე.

სუპერპრემიუმ ხარისხის არაყს სპირტიანი სასმელების მონტენეგრული კომპანია, Noblewood Group აწარმოებს. ორგანული, 100%-ით სკანდინავიური მარცვლეულისგან გამოხდილი სპირტი ლატვიის სოფელ იაუნკალნავაში, რიგიდან 150 კილომეტრში, Noblewood-ის დისტილერიაში იწარმოება. ტყეებით გარშემორტყმული დისტილერია ევროკავშირის დაცული ბუნებრივი ტერიტორიების, Natura 2000-ის ქსელის ნაწილია. 1937 წელს დაფუძნებული ლატვიური დისტილერია დღეს უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური სერტიფიკატებით აკრედიტებულ წარმოების პროცესებს იყენებს.

ლატვიის დისტილერიიდან გამოხდილი არაყი მონტენეგროში გადადის, მსოფლიოში პირველ ქვეყანაში, რომელმაც თავი “ეკოლოგიურ სახელმწიფოდ” გამოაცხადა და ეს კონსტიტუციით დაადასტურა. შედეგად, მონტენეგრო იქცა ხელუხლებელ სამოთხედ, სუფთა წყლითა და ჰაერით, ბორცვებიანი ტყეებითა და ბუნებრივი სილამაზით. აქ, ქალაქ ნიკშიჩში, Beluga იფილტრება, ყოვნდება და ბოთლებში ჩამოისხმება.

მონტენეგროში მრავალჯერადი ფილტრაციისა და ხანგრძლივი დასვენების შედეგად, Beluga-ს არაყი სუფთა, ნაზ სპირტად გადაიქცევა და სასიამოვნო დასალევია როგორც სუფთა სახით, ისე არყისგან დამზადებულ კოქტეილებში.

სწორედ ამიტომ, Beluga მომხმარებლისთვის დაუვიწყარ, პრემიალურ გამოცდილებას ქმნის, საუკეთესოდ ერწყმის ხიზილალას და იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ცხოვრებაში საუკეთესოს აფასებს. ბრენდის ელეგანტურობის შეგრძნება თითოეული ბოთლიდან გადმოდის: შეფუთვას ამშვენებს ბრენდის საკულტო სიმბოლო, ბელუგას ჯიშის ლითონის ზუთხი.

Beluga მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში პოზიციონირებს, როგორც სუპერპრემიუმ ხარისხის ფუფუნების ბრენდი. ქართულ ბაზარზე ის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა, რაც მოიცავს: Vodka Beluga Noble-ს, Vodka Beluga Celebration-ს, Beluga Adriatic Botanicals Rose and Lime-ს, Beluga Adriatic Botanicals Cucumber and Mint-ს, Vodka Beluga Transatlantic-სა და Racing Beluga Gold Line-ს.

პრემიუმ სასმლის ღირებულება 120-დან 250 ლარამდე დიაპაზონში მერყეობს და სახეობისა და მოცულობის მიხედვით იზრდება. ოფიციალური Beluga-ს შეძენა შესაძლებელია "ალკორიუმის" მაღაზიათა ქსელში და ყველგან, სადაც ბოთლზე კომპანია "ჯიდი ალკოს" სტიკერი იქნება წარმოდგენილი.

Beluga იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც უმაღლეს გასტრონომიულ გამოცდილებას აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები