ბელუქსი ქართული ავეჯის ბაზარზე წამყვანი ბრენდია, რომელიც მომხმარებელს უკვე 30 წელია სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს, თანამედროვე დიზაინს და ევროპულ ხარისხზე ორიენტირებულ გამოცდილებას.
ბრენდი, თბილისსა და ბათუმში ყველაზე დიდ შოუ-რუმებს ფლობს, სადაც ერთ სივრცეშია წარმოდგენილი ყველა კატეგორიის ავეჯი, სახლის, ეზოს თუ ოფისის.
ბელუქსი პირველი იყო ვინც ონლაინ გამოცდილების შექმნის მიმართულებით გადადგა ნაბიჯები და მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა პროდუქცია შოუ-რუმში მოსვლამდე ციფრულ სივრცეშიც აღმოეჩინა.

დღეს როცა დრო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლის მოწყობას გეგმავ და არჩევანის სწრაფად გაკეთება ათობით მოდელის, ფერის, ზომის, სტილისა და ღირებულების შედარებას მოითხოვს, ბელუქსი ციფრულ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ავითარებს.
სწორედ მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა გახდა განახლების მთავარი საფუძველი. ახალი belux.ge შექმნილია იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ავეჯის შერჩევის პროცესი უფრო მარტივი სწრაფი და კომფორტული გახდეს.
განახლებულ საიტზე მარტივი ნავიგაციით შეგიძლია სრულად გაეცნო ბელუქსის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, ახალ კოლექციებსა და სპეციალურ შეთავაზებებს, რჩევებს ინტერიერისა და ავეჯის მოვლის შესახებ და მიიღო ინსპირაცია შენი საოცნებო სახლის მოწყობისთვის.
საიტი სრულად ოპტიმიზებულია და მომხმარებელს შეკვეთის გაფორმება შეუძლია ნებისმიერი მოწყობილობიდან რეგისტრაციის გარეშე.

პროდუქტის ღირებულებაში შედის უფასო მიტანა და აწყობა ქალაქის მასშტაბით (თბილისიდან თბილისში და ბათუმიდან ბათუმში. მიწოდება ხდება უმოკლეს ვადებში 1-3 სამუშაო დღეში და სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს შეძენილი პროდუციის კომპანიის საწყობში უფასოდ შენახვის სერვისით 2 თვის მანძილზე.
ონლაინ ავეჯის შერჩევისას პროდუქტის ვიზუალური აღქმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამიტომ განახლებულ belux.ge-ზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფოტოების ხარისხსა და სიზუსტეს.
ჩვენი მიზანია მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად მაქსიმალურად რეალისტურად დაინახოს პროდუქტი, სწორად აღიქვას მისი ფერი, ფორმა, მასალა, პროპორციები და დეტალები.
ციფრული გამოცდილების განვითარებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი შემდეგი ნაბიჯია პროდუქციის 3D მოდელებისა და ვიდეოკონტენტის დამატება, რათა მომხმარებელმა ავეჯი კიდევ უფრო სრულად და სხვადასხვა პერსპექტივით შეაფასოს.

მომდევნო ეტაპზე კი გვინდა, ავეჯის არჩევა უფრო ინტერაქციული გავხადოთ. ვმუშაობთ აპლიკაციაზე, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს წინასწარ ნახოს და წარმოიდგინოს საკუთარ სახლში და ინტერიერში, თუ როგორ გამოიყურება მისთვის სასურველი ავეჯი.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიახლეებისა და ინიციატივების, რომლითაც ბელუქსი მომხმარებლის ონლაინ გამოცდილებას კიდევ უფრო კომფორტულს, მარტივს და პერსონალიზებულს გახდის.
ბელუქსი - შენი ცხოვრების თანამონაწილე.






















