აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი აცხადებს, რომ "გლობალური მაგნიტსკის აქტი" საქართველოს სწორ გზაზე დაყენებისთვის ხელშემწყობი იქნება. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც "მაგნიტსკის აქტის" აღსრულების შესახებ მოსმენა გაიმართა.
„იმედი მაქვს, რომ მაგნიტსკის სანქციები დაეხმარება საქართველოს სწორ გზაზე დადგომაში. რაც დღეს საქართველოში ხდება და რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მიუღებელია. ეს შეიძლება იყოს უპირველესი მაგალითი, სადაც მაგნიტსკის სანქციები გამოსადეგი იქნება“, - განაცხადა ბენ კარდინმა.
ცნობისთვის, „გლობალური მაგნიტსკის აქტი“ 2012 წელს ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონია, რომლის თანახმადაც მაგნიტსკის სანქციების სიაში 650-ზე მეტი ადამიანია შესული. სწორედ "მაგნიტსკის სიის" ფარგლებში დაუწესდათ ფინანსური სანქციები შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს (ხარება) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერებს: კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.