ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის ოფიციალური გადაყვანის სერვისი დაემატა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში აეროპორტის ოფიციალური ტაქსის მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანია "ბენე ექსკლუზივმა" გაიმარჯვა. ახალი სერვისის პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და "ბენე ექსკლუზივის" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გორგაძემ გამართეს. მათ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს ყველა ის ბენეფიტი, რასაც "ბენე ექსკლუზივი" ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს სთავაზობს.
სტუმარი: გიორგი გორგაძე - "ბენე ექსკლუზიირაკლი ქარქაშაძე ვის" აღმასრულებელი დირექტორი;